რა იზიდავთ მამაკაცებს ქალის გარეგნობაში?

გთავაზობთ მამაკაცების შეხედულებებს ქალის გარეგნობასთან დაკავშირებით.თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მათ, პირველ რიგში, ნაზი ქალები ხიბლავთ, რბილი ხასიათითა და თვალებში ამოუცნობი "ნაპერწკლით".ისინი არასერიოზულად აღიქვამენ ქალებს, რომლებიც აშკარად აქტიურობენ და მოსვენებას არ აძლევენ, თუმცა არც პირველ ნაბიჯს გადადგამენ თუ ერთი პროცენტითაც არ არიან დარწმუნებულები საკუთარ წარმატებაში.ახლა კი გადავიდეთ გარეგნობაზე:
თმა - ვარცხნილობა უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, ის უნდა უჩენდეს მამაკაცს არა მარტო ცქერის, არამედ შეხების სურვილსაც.ასევე კარგი იქნება თუ თმაზე სუნამოს მსუბუქი არომატი გექნებათ.
სამკაულები - არავითარ შემთხვევაში არ გადაიტვირთოთ და ზედმეტად თვალშისაცემი სამკაულები არ გაიკეთოთ.სამაჯურების რაოდენობა უკიდურეს შემთხვევაში ოთხზე მეტი არ უნდა იყოს, საყურეების ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ისინი შეესაბამებოდეს ტანისამოსს და უმთავრესია, რომ ყველა სამკაული ერთი მატერიისგან იყოს დამზადებული.
ხელები და თითები - მოვლილი ხელები საკმაოდ იზიდავთ მამაკაცებს, მოუვლელი კი ძალიან უარყოფითად მოქმედებს მათ თქვენდამი განწყობაზე.მნიშვნელობა არ აქვს ლაქის ფერს, შეარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ.
მაკიაჟი - მსუბუქი და ბუნებრივი მაკიაჟი ტყუილად არაა ყველაზე პოპულარული.მამაკაცს სურს გვერდით ქალი ჰყავდეს და არა შეღებილი თოჯინა, რომელსაც ისე ვერ აკოცებ, რომ სახე არ დაისვარო.
არომატი - მამაკაცების უმეტესობას მსუბუქი არომატი მოსწონს, რომელიც მას სურვილს უჩენს, თქვენთან ახლოს იყოს, ამიტომ მკვეთრ სუნამოებს ნუ შეარჩევთ.
სათვალე - უნდა იყოს გემოვნებით შერჩეული და გიხდებოდეთ, თუმცა ეს ისედაც გასაგებია.მთავარი ისაა, რომ ზედმეტად ექსტრავაგანტულ სტილს მოერიდოთ.
და ბოლოს, ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნება, თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ.შესაძლოა, იდეალური არ იყოთ, მაგრამ თუ საკუთარი სილამაზის გჯერათ, ამას მამაკაციც დაიჯერებს.



წყარო