ავტობანზე ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა
- 20/12/18
- 988 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტობანზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად 14 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის თანმხლები პირის თქმით, ახალგაზრდები სოფელ რუისთან ახლოს საავტომობილო მაგისტრალზე ფეხით გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს გამვლელი მანქანა დაეჯახა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და იგი პოლიციაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.