ბინა, მანქანა, ფული, რას ჩუქნიან დეპუტატები ოჯახისწევრებს

დღეს, 21 დეკემბერს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული მსხვილი საჩუქრების შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია, რომლებსაც დეპუტატები ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ.

დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც, უახლესი დეკლარაციების თანახმად (2017-18), მსხვილი საჩუქრები მიიღეს TI-ის მიხედვით:
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მამისგან 120 000 აშშ დოლარი მიიღო.

  • უმრავლესობის დეპუტატის, რომან მუჩიაშვილის ცოლს, თამარ მუჩიაშვილს უცნობმა პირმა 50 000 აშშ დოლარი აჩუქა.
  • უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს, კახაბერ ოქრიაშვილს შვილმა წილი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 1 250 000 ლარს შეადგენს.
  • უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ცოლს, თინათინ კიკილაშვილს ნათესავმა აქციები აჩუქა, რომლის ღირებულებაც 12 9000 აშშ დოლარს შეადგენს.
  • უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს მამამ 100 000 ლარი აჩუქა.
  • უმრავლესობის დეპუტატს, ზაზა გაბუნიას ახლო ნათესავმა 56 000 აშშ დოლარი აჩუქა.
  • უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლს, თინათნ აბრალავას უცნობმა პირებმა 170 000 და 60 000 ლარის ღირებულების ორი ბინა აჩუქეს.
  • უმრავლესობის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ცოლს, მარგალიტა ჭყონიას უცნობმა პირმა 27 6000 აშშ დოლარის ღირებულების ბინა აჩუქა.
  • უმრავლესობის დეპუტატის, შალვა კიკნაველიძის ცოლს, თათია სახელაშვილს მშობლებმა 22 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი აჩუქეს.
  • საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გიგი წერეთლის ცოლს, ეკა კანდელაკს მშობლებმა 5 000 აშშ დოლარი და 4912 ფუნტი სტერლინგი აჩუქეს.