ავთო ცქვიტინიძემ დემნა გვასალია სამოსის დიზაინის ქურდობაში ადანაშაულებს

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას, პლაგიატში ადანაშაულებს.

“ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017 , შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეირბინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ”- წერს ცქვიტინიძე

დიზაინერმა სოციალურ ქსელში საკუთარი ნამუშევრისა და ბალენსიაგას ბრენდის კაბის ფოტოები გამოაქვეყნა.

საუბარია ბალენსიაგას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე წარდგენილ კაბაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ მიშელ ობამას ეცვა.