რუსთავში მამაკაცი დაიწვა

რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. 
ცეცხლის გაჩენის დროს ბინაში ერთი პირი იმყოფებოდა, რომელმაც მძიმე დამწვრობა მიიღო. არსებული ინფორმაციით 38 წლის მამაკაცი ბინაში მარტო იყო, ხანძრის შესახებ კი მეზობლებმა შეიტყეს და 112-ში დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული პაციენტი ექიმებმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.
საცხოვრებელი ბინა თითქმის მთლიანად დაიწვა.