
რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების რეალური მიზეზი
- 23/12/18
- 2339 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ორი წლის ბავშვის ფილტვების ანთებით გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება.
“პრაიმტაიმის” მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ბავშვს დაბადებიდან მწვავე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც ის კლინიკაში არაერთხელ ჰყავდათ გადაყვანილი. უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი კი რესპირაციული დისტრეს სინდრომი სეპტიური შოკი (მწვავე სეფსისი) გახდა.
საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.