''კომედი შოუ'' ჭამე ნოდარის გარეშე დარჩა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგა ტაბიძე, რომელსაც ყველა ბოლო დროს ჭამე ნოდარით მიმართავდა, ''კომედი შოუ'' დატოვა. რამდენიმე თვის წინ როდესაც ''რეიტინგმა'' მასთან ინტერვიუ ჩაწერა, გიგა აღფრთოვანებყუული საუბრობდა თვავის საქმიანობაზე და ახლა ცოტა გაგვიკვირდა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება შოუს ერთ-ერთმა პოპულარულმა მსახიობმა. გიგას რამდენიმე კპითხვით მივმართეთ:

- გიგა, მართლა დატოვე ''კომედი შოუ''?
- გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილია. პროფესიით მსახიობი არ ვარ. მინდა, საკუთარ პროფესიას მივხედო. ფარმაცევტი ვარ და ამ სფეროში ვცდი ბედს.
- მაყურებელს ძალიან შეუყვარდა შენი გმირები. განსაკუთრებით ჭამე ნოდარი რომ აღარ იქნება შოუში ალბათ ამაზე დასწყდებათ გული.
- მგონი, შენარჩუნდება ხალხის სიყვარული. მაგრამ ჩემი თავი ვეღარ დავინახე ამ შოუში.


წაიკითხეთ  სრულად