2 ტურისტ გოგონას თავი მოკვეთეს

28 წლის ნორვეგიელი მარენ იელანდისა და 24 წლის დანიელი ლუიზა ჯესპერსენის თავმოკვეთილი გვამები სამართალდამცველებმა ატლასის მთებში იპოვეს.

მაროკოს მთავრობის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტია. ამ პოზიციას იზიარებს დანიის პრემიერ-მინისტრიც. ლარს როკკე რასმუსენის განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს და შესაბამისად ეს ტერაქტია.

ორი ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში 4 ადამიანია ეჭვმიტანილი. გამოძიებამ მათთან შესაძლო კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ტურისტების მკვლელობის ფაქტია ასახული. დანიის უსაფრთხოების სამსახური ვიდეო-მასალას აანალიზებს და მისი ავთენტურობის დადგენას ცდილობს.

მაროკოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ეჭვმიტანილებს შესაძლოა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწოფოსთან“ აქვთ კავშირი.