წელში ორად მოკეცილი მოხუცი დავინახე, რომელიც შეშფოთებული სახით ტროტურიდან მიმავალ მანქანისკენ მირბოდა

ორშაბათის დილა არავის უყვარს. გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ სამსახურში წასვლისას ორშაბათზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე იშვიათად ვფიქრობ.
გაჩერებაზე ჩამოვედი თუ არა, წელში ორად მოკეცილი მოხუცი დავინახე, რომელიც შეშფოთებული სახით ტროტურიდან მიმავალ მანქანისკენ მირბოდა. მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით ცდილობდა ტროტუარიდან პირდაპირ სავალ გზაზე აღმოჩენილიყო, სწორედ ამიტომ მძღოლმა ვერ შენიშნა, რომ ტროტუარის კიდეზე მოხუცს რამდენიმე ვედრო ვაშლი და მსხალი დაედგა. მანქანამ ხილს გადაუარა. სასოწარკვეთილი მოხუცი ძირს გაბნეულ ვაშლებს სათითაოდ კრეფდა და თან მანქანის მძღოლს ეჩხუბებოდა. ჩემს გარდა, რამდენიმე ადამიანი მოვიდა მოხუცთან, ძირს გაბნეული ხილის აკრეფაში მივეხმარეთ. მანქანის საბურავებს უმეტესობა დაეზიანებინა. გასაყიდად აღარ გამოდგებოდა. მძღოლი გადმოვიდა, მოხუცს მოუბოდიშა და ხელებში 20 ლარიანი მიაჩეჩა. მოხუცმა იუარა, ამდენი არ ღირს ჩემი ვაშლიო, ბოლოს მაინც გამოართვა. 
ორშაბათი დილის დასასრული.