ვინ არიან წავკისში მოკლული ბიჭები?
- 24/12/18
- 1005 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
წავკისში, გუშინ ღამით სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილები 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. გარდაცვლილები ბიძაშვილები იყვნენ და ისინი წავკისში, თინა წავკისელის ქუჩაზე მეზობლად ცხოვრობდნენ.
ლექსო დაოჯახებული იყო და მას მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.
რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკა „პინეოშია“ მოთავსებული. ზურგში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "პრაიმტაიმს" წავკისში ადგილობრივებმა უთხრეს, შურისძიების მოტივი ავტომანქანის მინის დაზიანება გახდა.
"პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების