
იქნება თუ არა თოვლი ახალი წლისთვის საქართველოში
- 24/12/18
- 1401 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 დეკემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 26-28 დეკემბერს ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ოღონდ მაღალმთიან ზონაში.
"25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +11+16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3 - +8 გრადუსი. 26-28 დეკემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე, ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3 - +8 გრადუსის ფარგლებში იქნება", - განუცხადა "2020NEWS"-ს დოდო გვაზავამ.
თბილისში 24-25 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. შესაძლებელია, 27-28 დეკემბერს იყოს თოვლჭყაპი თბილისში. დედაქალაქის შემოგარენში, სავარაუდოდ, მოთოვს.