გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,” – განაცხდა სერგეენკომ.