4 დღის წინ დაკარგული ზუგდიდელი გოგონა იპოვეს

14 წლის გოგო, რომელსაც ზუგდიდში 4 დღე ეძებდნენ, თბილისში იპოვეს. დედის ინფორმაციით, ის უკვე ზუგდიდისკენ მიემართება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

"არ ვიცი არაფერი. მარტო ის ვიცი, რომ კარგად არის და ცოცხალია. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის", - განაცხადა დედამ.

მშობლები 14 წლის გოგონას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.