როგორ ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილსც - ინტერნეტში სკანდალური ვიდეო ვრცელდება

პანკისის ხეობაში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა. შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მუშაობს, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 3 D ანიმაციით ნაჩვენებია, როგორ ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს. 

"1 წელი პანკისის სასტიკი სპეცოპერაციიდან, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი ტელეფონიდან უკანასკნელი შეტყობინება ( რაც ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დგინდება), 3:39 წუთზეა გაგზავნილი. იხილეთ იარაღი, საიდანაც მოხდა გასროლა, აგრეთვე, 3 D ანიმაცია, რაც არის მხოლოდ მიახლოებითი ვერსია, თუ როგორ მდგომარეობაში იყო იგი, როდესაც ესროლეს..." - წერს კუბლაშვილი.