გუგული ამღრაძის კიდევ ერთი ინიციატივა

 "დღეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება არამარტო ქველმოქმედება და გაჭირვებულის დახმარება, არამედ სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ განათლება, კულტურა, სპორტი ფეხზე დადგეს. მარტო სახელმწიფოს ბიუჯეტი არ უნდა იყოს ერთადერთი წყარო. ადამიანებს ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ უფრო თამამად გასწიონ ფილანტროპია ", - ამის შესახებ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ გადაცემაში „პირისპირ" განაცხადა.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ მისი ინიციატივით მიღებულმა კანონმა თამბაქოსთან დაკავშირებულ აკძალვებზე, გაამართლა და მას თითქმის არავინ, მათ შორის არც დეპუტატები, არღვევს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ზვიად კვაჭანტირაძემ და გუგული მაღრაძემ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით საქართველოს კანონის პროექტებით „ფილანტროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ," „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" 2013 წელს მიმართეს. მას შემდეგ კანონმდებლები ამ თემას აღარ დაბრუნებიან.

,,იმედინიუსი”