სკანდალი: ობამას ქალიშვილის ფოტო ინსტაგრამზე

თეთრი სახლი ობამას ქალიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებით ინიციატივით გამოდის.
თეთრი სახლი ცდილობს გაარკვიოს, როგორ აღმოჩნდა ობამას უფროსი ქალიშვილის ფოტო ერთ-ერთი რეპ ჯგუფის ინსტაგრამის გვერდზე. ფოტოზე 16 წლის მალია ობამა თეთრ სპორტულ მაისურშია აღბეჭდილი, რომელზეც რეპ- ჯგუფის „Pro Era” ლოგოა გამოსახული.
რეპ-ჯგუფის წევრის ჯოი ბადას განცხადებით, ფოტო „საერთო მეგობარმა“ მიაწოდა.
2013 წელს მიშენლ ობამამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცდილობს მისი ქალიშვილები სოციალურ ქსელებს მოარიდოს. მისი თქმით მალიას ფეისბუქის გამოყენების უფლება აქვს, უმცროს გოგონას კი არა.
სურათის ნამდვილობა დადასტურებული არ არის, თუმცა თეთრი სახლი იძიებს, თუ როგორ მოხვდა ის ინსტაგრამზე.



წყარო