
ყველაზე სასაცილო ქურდობა რუსთავში - მძარცველები სტრიპტიზ ბარში შეიჭრნენ
- 28/12/18
- 2276 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რუსთავში, სასტუმრო რუსთავის შენობაში განთავსებული სტრიპტიზ კლუბი გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დაწესებულებიდან წაღებულია დაახლოებით 1000 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები.
უცნობმა პირმა კარი ქვის ლოდით შეანგრია.
ბარის თანამშრომლებმა ფაქტის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მისულებს სტრიპტიზ კლუბის კარი ღია დახვდათ, რის შემდეგაც მათ უკვე სამართალდამცველები გამოიძახეს.
როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.