ახალი წელი წავკისში არ იქნება, 31 დეკემბერს აქ არავინ არაფერს გაისვრის

23 დეკემბერს წავკისში დიდი ტრაგედია დატრიალდა. გვიან საღამოს ცივი იარაღით მოკლეს ორი მამაკაცი, ბიძაშვილები ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, კიდევ ორი მამაკაცი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავა მამა-შვილი – 46 წლის ნიკოლოზ აბულაძე და მისი 27 წლის ვაჟი გიორგი აბულაძე.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს აბულაძეების ოჯახის ახლობელი, 25 წლის ანრი ყურაშვილიც.

"31 დეკემბერს აქ არავინ არაფერს გაისვრის! ახალი წელი წავკისში არ იქნება", – წერს გარდაცვლილების ბიძაშვილი ლუკა ფეიქრიშვილი "ფეისბუქში".