შაგუ და ულამაზესი ნონო სინამდვილეშიც შეყვარებულები არიან

ილო ბეროშვილი და ანი ბებია რეალობაშიც შეყვარებულები არიან. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა გააჩინა ვიდეომ, რომელიც ახლახან ბახვა ბრეგვაძემ დადო სოციალურ ქსელში. მან ნიჭიერ მეგობარს, ილო ბეროშვილს დაბადების დღე მიულოცა. ვიდეოში ჩანს, რომ მსახიობს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და ტორტი მოუტანეს, რომლის ჩაქრობის შემდეგ ილომ და ანი ბებიამ ერთმანეთს აკოცეს.
შეგახსენებთ, რომ ანი ბებია ახლახან გამოჩნდა “ჩემი ცოლის დაქალებში” და შაგუს (ილოს პერსონაჟი) ახალ გატაცებას თამაშობს.
როგორც ჩანს, ეს სიყვარული რეალური გახლავთ…
გარდა ამისა, ანი ბებიას ულოცავენ ილო ბეროშვილის დაბადების დღეს, როგორც მისო “სუპერბიჭის”, შესაბამისად, ყველაფერი ნათელია.
 ილოს ფეისბუქის დათვალიერების შემდეგ ნახავთ, რომ ის ხშირად აქვეყნებს ულამაზესი ანის ფოტოებს. ერთ-ერთს კი დააწერა, “გოგონა ჩემი ოცნებებიდან”.