
საახალწლო წინასწარმეტყველება - აირჩიეთ რიცხვი და გაიგეთ რა გელოდებათ 2019 წელს
- 30/12/18
- 1831 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

საახალწლო განწყობა მის მოახლოვებასთან ერთად მატულობს. ათას ტესტებს, ჰოროსკოპს თუ წინასწარმეტყველებას ვაწყდებით მომავალი 2019 წლისათვის და მათ, ვისაც სჯერა ამ ყველაფრის, ან უბრალოდ გართობის მოტივით ნახულობს, გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია რიცხვები 1-დან 64-მდე, თქვენ უბრალოდ ბრმად (დახუჭული თვალებით) მიიტანეთ სამართავი თაგვი (მაუსი) ან თუნდაც თითი ამ ცხრილზე და შედეგად, მოცემული რიცხვის პასუხი წაიკითხეთ.
წარმატებებს გისურვებთ.
1. ძალიან დამღლელი წელი გქონდათ, ენერგიას თითქმის აღარ ფლობთ. დროა დაისვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ წინსვლა.
2. სრულიად მოულოდნელად გადააწყდებით მატერიალურ კეთილდღეობას.
3. ფარ-ხმალს ნუ დაყრით, მოიკრიბეთ ძალები და წარმატება შრომის ფასად აუცილებლად გეწვევათ.
4. არსებული სიტუაცია მარტივად მოგვარდება, თუ ამ ყოველივეს სხვა კუთხითაც შეხედავთ.
5. თქვენი საახლობლო წრიდან ვიღაც გიღალატებთ, დროა მიმოიხედოთ ირგვლივ და ასეთი მეგობრებისგან წრე გაფილტროდ.
6. ნუ ეცდები ვინმეს მოტყუებას, თორემ შედეგად თავად დარჩები მოტყუებული.
7. დროა გააძლიეროთ თქვენი პოზიცია საზოგადოებასა და კოლექტივში, რათა საფეხურებრივი ზრდა განიცადოთ.
8. რომ არ გქონდეთ ჩვევა ყველაფრის სხვებზე გადაბრალების, აქამდე მიაღწევდით წარმატებას.
9. დიდი და პატარა წარმატებები გელოდებათ, თუმცა ფრთხილად იყავით, ამან უარყოფითად არ იმოქმედოს თქვენზე.
10. თქვენი სურვილები არ ასრულდება იმ მიზეზით, რომ მოკლებულია საღ აზრს და ავნებს თქვენს გარშემომყოფს ან თქვენ.
11. მოდუნდით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ სჯობს დრო რუტინულ საკითხებს დაუთმოდ.
12. მიზნები ჯერ ვერ შეგისრულდებათ, რადგან მხარდამჭერთა, ძალთა და მოტივაციის ნაკლებობას განიცდით.
13. სპონტანური მოქმედებების დროა, გხსოვდეთ, რომ თქვენ თავისუფალი ხართ როგორც ჩიტი.
14. სჯობს კარგად დაფიქრდეთ და გაერკვეთ "კარგსა" და "ცუდში". ნამდვილად გსურთ ამის ასრულება? განაგრძეთ