ექიმის ცემის ფაქტზე ცნობილი ქართველი მსახიობი დააკავეს

ექიმის ცემის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რეზი ნასიძე დაკავებულია.

ნასიძეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში ექიმისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. როგორც ცნობილია, დაზარალებულს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ტვინის შერყევაც.

თავად ნასიძეც კლინიკაში რჩება და ვირუსულ ინფენქციას მკურნალობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.