
საგანგააშო ინფორმაცია რატომ დუმს მთავრობა?-აზერბაიჯანი საქართველოდან შესულ მატარებლებს დეზინფექციას უტარებენ
- 08/01/19
- 21322 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი სამგზავრომატარებელი „ღორის გრიპის“ საფრთხის გამო დეზინფექციას გაივლის,იუწყება „SPUTNIK-აზერბაიჯანი“ „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“დაყრდნობით.
სპეციალურად ამისათვის სამუშაოებში ჩართავენ საექიმო-სანიტარიული სამსახურის თანამშრომლებს. დეზინფექცია მატარებლის მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე - ბაქოში ჩატარდება.
ყოველდღიურად აზერბაიჯანის საზღვარს საქართველოდან მიმავალი რეგულარული სარკინიგზო შემადგენლობაბაქო-თბილისი-ბაქო კვეთს.
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა ვირუს H1N1-სგან ადამიანების გარდაცვალების ფაქტი. ამჟამად საქართველოში 100 ათას ადამიანზე გრიპით დაავადებული 277 ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპისეპიდემია ქვეყანაში არ არის, რადგან ეპიდემიად 100 ათას ადამიანზე 400-500 დაავადებული ადამიანი მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობით საქართველოში აზერბაიჯანი ლიდერობს.