
კიდევ ერთი გარდაცვლილი გორში - რა გახდა 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი?
- 08/01/19
- 1047 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი დღეს გარდაიცვალა.
როგორც დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ ექიმი პედიატრი თამილა გოგიაშვილი აცხადებს, ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში მიყვანისას, იყო საშუალო სიმძიმის.
ამასთან, ექიმი აღნიშნავს, რომ "იავნანაში" მიყვანამდე, ბავშვი თბილისის ინფექციურ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას მკურნალობა, დედის თვითნებური ხელწერის საფუძველზე შეუწყდა.
"ბავშვი ჩვენს კლინიკაში, მიმღებ განყოფილებაში, 31 დეკემბერს 18 საათსა და 25 წუთზე შემოიყვანეს, აღენიშნებოდა ხველა და მაღალი ტემპერატურა. შევაგროვე ანამნეზი და როგორც აღმოჩნდა, წინა დღეს, 30 დეკემბერს, დედას თვითნებურად ხელწერილის საფუძველზე შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობა თბილისის ინფექციურ კლინიკაში და იქიდან ჰყავდა წამოყვანილი ბავშვი თავისი სურვილით. ჩვენთან შემოყვანისას, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, მაგრამ რადგან ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ მოთავსდეს სტაციონარში. დედამ ამაზე უარი განაცხადა, გვითხრა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და მოვლა სჭირდებოდა და გარდა ამისა, სახლში კიდევ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები. გავუწიეთ სათანადო დახმარება, ტემპერატურა ნორმალიზდა, ბავშვი მოხალისდა, წაყვანილ იქნა ბინაზე, მივეცი დანისნულება და მოწვეული მყავდა განმეორებით კონსულტაციაზე, მაგრამ აღარ მოსულან.
როგორც დედამ თავად გვითხრა, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ბავშვი მოთავსებული იყო წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით. ბავშვს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, შემდეგ გადაიყვანეს პალატაში, საიდანაც ხელწერილით წამოიყვანა. აქედანაც, ჩვენი კლინიკიდანაც ასევე დააფიქსირა ხელმოწერით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარში მოთავსებაზე“, - აცხადებს დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ ექიმი პედიატრი თამილა გოგიაშვილი.
შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი დღეს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობლის განცხადებით, გოგონას ბატონები ჰქონდა და კლინიკიდან დეკემბრის ბოლოს წამოიყვანეს.