
როგორ გამოიყურება და როგორ ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათის გმირი ბიჭუნა დღეს
- 08/01/19
- 1814 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ზუსტად ერთი წლის წინ მთელმა მსოფლიომ გაიცნო პატარა ჩინელი ბიჭი, რომელსაც -9 გრადუსიან ყინვაში, სკოლაში გამოცდის დასაწერად წასულს, თმები გაეყინა. მისი ფოტო მასწავლებელმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.
როგორც გაირკვა 9 წლის ვანგს, ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, სკოლაში მისასვლელად 4,8 კილომეტრის გავლა უწევდა.
მას "ყინულის ბიჭი" შეარქვეს.
ამ ისტორიიდან ერთი წელი გავიდა და ვანგისა და მისი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სხვადასხვა ორგანიზაციებმა და როგოთმა მოქალაქეებმა ბიჭის ოჯახისა და სხვა ღარიბი ოჯახებისთვის 68 ათასი დოლარი შეაგროვეს. მისი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ახლა მას სკოლაში მისასვლელად მხოლოდ 10 წუთი სჭირდება.
"ცხოვრება ახლა გაცილებით უკეთესია" - განაცხადა ბიჭუნას მამამ.
მდგომარეობა შეიცვალა ვანგის ყოფილ სკოლაშიც. მისი ისტორიის გახმაურების შემდეგ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, სკოლას 15 000 ამერიკულ დოლარზე მეტი გადასცეს, საკლასო ოთახებში დამონტაჟა გამათბობელი საშუალებები, ბავშვებს თბილი ტანსაცმელები გაუგზავნეს. სკოლასთან აშენდა საცხოვრებლები იმ ბავშვებისთვის,რომლებიც შორს ცხოვრობენ.
რაც შეეხება ვანგს, მისი ოცნება არ შეცვლილა. მას კვლავ უნდა პოლიციის ოფიცერი გამოვიდეს და "ცუდი ბიჭები დაიჭიროს."