ივანიშვილის ფარმადეპო "ტამიფლუს" ერთერთ ყველაზე ძვირად ჰყიდის

მაშინ, როდესაც გრიპის ვირუსით ხალხი იხოცება, ფარმადეპო, რომლის უკანაც ივანიშვილის ოჯახი დგას, პრეპარატ "ტამიფლუს" ერთერთ ყველაზე ძვირად ჰყიდის.

ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში, გრიპით დაავადებული პაციენტებისათვის ყველაზე საჭირო ანტივირუსული პრეპარატი 93 ლარად იყიდება.

პსპ-ში კი, "ტამიფლუ" 83, ხოლო ფასდაკლების დღეებში 71 ლარი ღირს. 

შეგახსენებთ რომ გრიპის ვირუსითა და მინისტრ სერგეენკოს არასწორი მენეჯმენტის, დაგვიანებული რეაქციისა და დაუდევრობის გამო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჯამში უკვე 13 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ათეული კი სიკვდილს ებრძვის.