112 საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- 09/01/19
- 2959 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. შსს-ს ინფორმაციით, „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაიზარდა მიმართვიანობა, შესაბამისად, გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს. მიუხედავად ამისა, „112“ მოუწოდებს მოსახლეობას, მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი, ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს მიმართონ.