რეალურად ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც სოციალური ქსელი ავტობუსის მძღოლობით დაიპყრო

გაირკვა ყვითელი ავტობუსის მძღოლი იმ ცისფერკაბიანი გოგონას ვინაობა, ვისი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

"ისეთი ფარფატა ვიზუალი ჰქონდა, ნაზი და ქალური. ფრჩხილებზე ყვითელი ლაქი ესვა და მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ," - ეს იმ ინტერნეტ მომხმარებელმა დაწერა, ვინც გოგონას ფოტოები გადაიღო.

როგორც ირკვევა, მძღოლი გოგონა 25 წლის სოფო ტაბატაძეა და ის 11 ნომერ ავტობუსს მართავს. 

სოფოს მეუღლე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეა და სწორედ მან შესთავაზა სოფოს, გამხდარიყო ავტობუსის მძღოლი.

თბილისის ავტობუსების მძღოლობისთვის შემოდგომით 25-მდე ქალი მომზადდა. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსები გაიარეს.