
უნივერსიტეტების სია, სადაც სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა
- 10/01/19
- 1096 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 11 იანვრიდან დაგეგმილი ფინალური გამოცდები 21 იანვრამდე გადაიდო. ამის მიზეზად გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება.
სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე შეჩერდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც:
„გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11-დან 21 იანვრამდე.“- აღნიშნულია ილიაუნის განცხადებაში.
17 იანვრამდე შეწყდა სასწავლო პროცესი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშიც:
„გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სეუ-ში 10-16 იანვარს სასწავლო პროცესი შეწყდება და განახლდება ხუთშაბათს, 17 იანვარს.“- ნათქვამია საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის განცხადებაში.