„სუფთა ჰაერი ქართულად“ - ბაკურიანი დღეს

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ბაკურიანში ახლახან, კერძოდ, 8 იანვარს აგდაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რამდენი მანქანა დგას კურორტზე, სადაც ადამიანები სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად დადიან.
ერთ-ერთი ადგილობრივი, ვახო გოგოლაძე წერს:

„ბაკურიანი 08.01.2019. ახლა რა ვქნათ ჩვენ ?! ვიძახოთ, შეგვჭამეს ჩამოსულებმაო ? ჩვენ აღდგომა მაინც გვაქვს“.

„ბავშვები წავიყვანოთ ბაკურიანში სუფთა ჰაერზე, კი“, აღნიშნავს ავთო დვალიშვილი ფოტოზე კომენტირებისას.

გთავაზობთ სხვა კომენტარებსაც:

„შესასვლელში მანქანებს უნდა ტოვებდნენ. ადგილობრივად კი ისეთი ტრანსპორტი უნდა ემსახურებოდეს, რომელიც არ ხრჩოლავს. ალო“.

„ისეთი საწვავის სუნი იყო ბაკურიანში თბილისის ჰაერი კამკამად მომეჩვენა“

„რა ჯანდაბა გვჭირს,რააა :(((( იმ შვილის გამო მაინც გადმოდი მანქანიდან, ჰაიერზე რომ ჩაგყავს“.

„სუფთა ჰაერი ქართულად“

„სადმე ერთ ადგილას თუ დაბანაკდებით და ფეხს არ მოიცვლით იქიდან, ჰაერს ჩაასუნთქებთ ბავშვებს:) დანარჩენზე არც იოცნებოთ:))“

„არ ვიცი, ან ტურიზმის რაღაც უწყება რას აკეთებს, ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ან გუბერნატორი ან არქიელი. ოკ — გრუზინი უტვინოა, პურზე ჯიპით დადის. კურორტი რომ ფაფუ, ვერ ხვდებით ხო? მე რომ ფეხით სეირნობა მინდა, ვიღაც გურიკოს და გვანციკოს-ს მანქანის გლუშიწელი უნდა მიხრჩოლავდეს? ტვინები გაანძრიეთ ცოტა, ევროპული კურორტი არა კვახი!!!“

„აქ დასვენებას არაფერი სჯობს“

შეგახსენებთ, რომ გუშინ fortuna.ge -მ გამოაქვეყნა ქართველი დამსვენებლის ვრცელი პოსტი, სადაც ის ბაკურიანში შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ჩივის.