
17 წლის კახელი ბიჭი, რომელსაც დის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი გირაოთი გაათავისუფლეს
- 10/01/19
- 2912 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

17 წლის ბიჭი, რომელსაც კახეთის ერთ-ერთ სოფელში საკუთარი დის გაუპატიურება ედებოდა ბრალად, გაამართლეს. გამამრთლებელი განაჩენი, მოსამართლემ, გიორგი ბუხრაშვილმა გამოიტანა. ეს გადაწყვეტილება კი სიღნაღის პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შემთხვევა 2016 წლის თებერვალში გახმაურდა. ტელეკომპანია ,,გურჯაანთან“ მეზობლები საუბრობდნენ, რომ 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისგან დაორსულდა და 8 თვის ფეხმძიმე იყო. მათივე ინფორმაციით, დამ ძმასთან სქესობრივი კავშირი საკუთარი ნებით დაამყარა. მაშინ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგონას ძმა დააკავეს და ბრალი გაუპატიურების მუხლით წარედგინა. მოგვიანებით კი 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ახლა მოსამართლემ იგი წარდგენილ ბრალში სრულიად უდანაშაულოდ