
რას საქმიანობს ''საქართველოს ვარსკვლავის'' მონაწილე ულამაზესი გოგონა რეალურ ცხოვრებაში
- 10/01/19
- 1128 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მარიამ გოგუაძე "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი გახლდათ, ოღონდ, მეორე ტური ვერ გადალახა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ მღერის, მეტიც, სურვილი ჰქონდა პროექტი მოეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა მოგება ხომ ნებისმიერი მონაწილის სურვილია და ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ მარიამი სხვა კონკურსანტი გოგოებისგან ნამდვილად იმით განსხვავდება, რომ მორაგბეა. რაგბის თამაშის სურვილი 2 წლის წინ გაუჩნდა. მანამდე ჩოგბურთელი და მძლეოსანი იყო. "მერე მეგობარმა მითხრა, რომ რაგბიში ისეთი გოგონები სჭირდებოდათ, რომლებსაც სირბილი შეუძლიათ და ყველა იმ სიმძიმის დაძლევა, რასაც რაგბი ითხოვს... მოკლედ, რომ მივედი, რაგბიც გამომივიდა და დავრჩი, განვავითარე ყველაფერი - ვარჯიშისას არც "შტანგის" აწევა, დაჯახება ყოფილა რთული...
- რა სპორტია რაგბი ასეთი, რომ გოგოებიც ინტერესდებით?
- "შვიდქალა" ეროვნული ნაკრებია, რომლის წევრიც ვარ. ისეთი ჯახი, როგორც ბიჭებშია, ჩვენთან არ არის, უფრო აზროვნება გვიწევს, მიმაჩნია, რომ რაგბი ძალისმიერი სპორტია, დაჯახება გვიწევს, მაგრამ ხომ ვამბობ, უფრო მეტი აზროვნება გვინდა.
- რა მოგიტანა ამ სპორტმა?
- უპირველესად ის, რომ გუნდში მაგარი ადამიანები გავიცანი, საკუთარ თავში მეტად დამარწმუნა და მივხვდი, რომ ისეთი სპორტია, რომელიც გოგოსაც შეუძლია ითამაშოს, საკუთარი თავი გამოხატოს. დღემდე ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებად მიგვიჩნევენ, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, ძალიან ძლიერები ვართ. ეს სპორტშიც ჩანს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
- შეყვარებულს მოსწონს შენი მორაგბეობა?
- ჩემი შეყვარებულიც მორაგბეა, ოღონდ, ახლა აქ არ ცხოვრობს, დროებით უცხოეთშია და სპორტისთვის თავი აქვს დანებებული. ასე რომ, შეყვარებულიც ყოველმხრივ გვერდში მიდგას. განაგრძეთ კითხვა