
უნივერსიტეტი, სადაც 22 წლის გოგონა სწავლობდა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
- 11/01/19
- 6233 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც გუშინ ვისრუსით დაღუპული, კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი 22 წლის სალომე ქემაშვილი სწავლობდა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რჩეული სტუდენტი, მომავალი ექიმი, დედა, მეუღლე, მეგობრი, შვილი, კოლეგა. 22 წელი მხოლოდ ციფრებია. ციფრები, რომელშიც სალომეს დედამიწისეული დროა მოქცეული. მან მოასწრო დაეწყო სიცოცხლე, ყველა ადამიანზე დაეტოვებინა თავისი განუმეორებელი ხიბლი, სილაღე, ადამიანურობა. მოასწრო, თავად დამდგარიყო ადამიანთა სიცოცხლის სადარაჯოზე. დაეცვა ისინი სიკვდილისგან და თავად გამხდარიყო სიკვდილის მსხვერპლი.
"სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი - ილია II ბრძანებს: „ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისგან მომადლებული ძვირფასი ნიჭია. ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ მის ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის"
სალომემ მოასწრო ეცხოვრა. დაეტოვებინა თავისი კეთილი კვალი დედამიწაზე. გუშინ. სალომე გადავიდა ადამიანად არყოფნის სევდის მტკივნეულ გზაზე. ნათელი გზა ნათელ გოგოს, რომელმაც გვასწავლა ვიცხოვროთ, გვიყვარდეს, გვახსოვდეს დღეით და ღირსეულად ვზიდოთ ადამიანად ყოფნისა და არყოფნის მძიმე ტვირთი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უსამძიმრებს სალომეს ოჯახს, ახლობლებსა, სტუდენტებს და იზიარებს მათ ტკივილს!", - ნათქვამია უნივერიტეტსის განცხადებაში.
22 წლის სალომე ქემაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ინფექციურში 2 იანვარს უგონო მდგომარეობაში ბორჯომიდან გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.