ქალი, რომელიც მენსტრუაციის გამო სახლიდან გააგდეს შვილებთან ერთად ქოხში გარდაცვლილი იპოვეს

ნეპალის დასავლეთით მდებარე სოფელში, სადაც ჯერ კიდევ გამოიყენება წესი, რომლის დროსაც ქალებს მესტრუაიის დროს სახლიდან აძევებენ, ერთ-ერთ უფანჯრო ქოხში 35 წლის ქალის და მისი ორი შვილის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მათი დაღუპვის მიზეზი გაგუდვა გახდა.


ეს არ არის ამ ინდუისტურ წესთან დაავშირებული სიკვდილის პირველი შემთხვევა, რომელიც ფორმალურად 2005 წელს აიკრძალა.

გამოძიების თანახმად, 35 წლის ამბა ბოჰარამ იმისთვის რომ ზამთრის ცივ ღამეში გამთბარიყვნენ, უფანჯრო ქოხში ცეცხლი დაანთო, ცუდი ვენტილაციის გამო კი ის და მ ისი შვილები, 12 და 9 წლის ბიჭები, ნამწვისგან გაიგუდნენ. გარდაცვლილები დილით ქალის დედამთილმა აღმოაჩინა.

ძველი ინდუისტური წესი „ჩაუპადი“ ხელისუფლებისგან აკრძალვის მიუხედვად ნეპალის ზოგიერთ ნაწილში ისევ მოქმედებს. მენსტრუაციის მქონე და ახალნამშობიარები ქალები „უწმინდურად“ ითვლებიან და მათ გარკვეული პერიოდით სახლიდან აძევებენ. ქალები თავს სპეციალურ ქოხებს აფარებენ. ქალებს ამ პერიოდსი ეკრძალებათ მამაკაცებთან და ძროხებთან შეხება, ასევე გარკვეული რძის პროდუქტების ჭამა და სახლში მდებარე ტუალეტით სარგებლობა.

ქალები „მენსტრუაციის ქოხებში“ არაერთხელ დაღუპულან, კანონით ეს ტრადიცია აკრძალეს 2017 წელს. დაწესებულია 30 დოლარიანი ჯარიმა და 3 თვიანი პატიმრობა მათთვის, ვინც ამ წესს მისდევს.

აღნიშნული ქოხები სახლებიდან შორს მდებარეობს, ისინი არ თბება, არ აქვს ფანჯრები და არ ნიავდება. გოგონებს ამ პერიოდში აკრძალული აქვთ სკოლაში სიარული.