რა მოხდება თუკი ნაძვის ხეს 19 იანვრამდე არ ავიღებთ

საზოგადოებაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ 19 იანვრამდე ნაძვის ხე და ყველანაირი საახალწლო მორთულობა აუცილებლად უნდა ავიღოთ და შევინახოთ. 

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მორთულ ნაძვის ხეს 19 იანვრის შემდეგაც გავაჩერებთ? როგორც ირკვევა - არაფერი.

ეს არის ხალხში გავრცელებული აზრი, თითქოს ნათლისღების დღესასწაულის დროს ნაძვის ხის სახლში გაჩერება არ შეიძლება, რაც არასწორია. 

ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან, რაც სახლის გენერალურ დალაგებასაც ითვალისწინებს. 

რაც შეეხება იმას, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით, ეს სისტემა გვირჩევს, ახალ წელს ჩინური კალენდრით შევხვდეთ. შესაბამისად, სახლში ნაძვის ხე თებერვლამდე უნდა იდგეს. თუმცა, ბუნებრივი ნაძვის ხის შემთხვევაში, ამის მოხერხება საკმაოდ რთულია: ხეს გამხმარი წიწვები დასცვივდება და საკმაოდ ულამაზო შესახედავი იქნება.

etaloni.ge