თბილისის მიმართულებით აღმოსავლეთ საქართველოდან მოძრაობა შეიზღუდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება.

მათივე ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციას უკავშირდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვარამდე იმოქმედებს.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.