
რომელი ცნობილი ადამიანის შვილია "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე პინი კაპანაძე
- 13/01/19
- 4312 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გუშინ,პირველი არხის ეთერში მაყურებელმა ,,საქართველოს ვარსკვლავის'' მეორე გადაცემა ნახა,რომელსაც ყველაზე განსხვავებული და ფერადი კონკურსანტი - პინი კაპანაძე ჰყავდა. პროექტში მისმა გამოჩენამ ჟიურის წევრებსა და წამყვანებში სასიამოვნო განწყობა შეიტანა და მაყურებელიც მოხიბლა. საზოგადოებას პინის ბებიის ფრაზაც არ გამორჩენია:,,უთხარი ვისი შვილი ხარ!..'' ამის შემდეგ, სოციალურ ქსელის მომხმარებელი აქტიურად განიხილავს თემას,თუ ვისი შვილი შეძლება იყოს პინი.
,,პრაიმტაიმი'' დეტალების გასარკვევად ,,საქართველოს ვარსკვლავის'' კონკურსანტს დაუკავშირდა,რომლის თქმითაც, მხოლოდ გადაცემის შემდეგ,ჰკითხა ბებოს,თუ რატომ უნდა ეთქვა,ვინ იყო მამამისი.
არ ვიცოდი. ვიდეო,რომ გავიდა ეთერში მერე ვკითხე ბებიას,თუ რატომ უნდა მეთქვა ვინ იყო მამაჩემი.როგორც აღმოჩნდა,მამაჩემი და ზაზა შენგელია პირველ არხში ერთად მუშაობდნენ. მამაჩემი მთავრი რეჟისორი იყო.ცნობილის შვილი არ ვარ.
-რაც შეეხება თქვენს გამოსვლას,ელოდით,რომ მაყურებელი ასე თბილად მიგიღებდათ ?
-სანამ ,,საქართველოს ვარსკვლავის'' შესარჩევი ტური დაიწყებოდა ოფიციალურ გვერდზე ანკეტა დაიდო,რომელიც ჩემა მეგობარმა ნახა და შეავსო. მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. დამირეკეს და ისე მივედი კონკურსში. თავიდან მისვლა არ მინდოდა. მაგრამ დღეს, ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. არ მეგონა ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა.რადგან არ ვთვლი,რომ ეს ჩემი კარგი შესრულება იყო. ვფიქრობ,რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ მიჩვენებია.