სოსო პავლიაშვილი ''კანონიერ ქურდად'' აკურთხეს

მომღერალი სოსო პავლიაშვილი გავლენიანი "კანონიერი ქურდების" გარემოცვაში... რუსული მედია უკვე დიდი ხანია წერს მომღერლის ახლო კავშირებზე კრიმინალური სამყაროს გენერლებთან. ინტერნეტ სივრცეში იძებნება სხვადასხვა დროს გადაღებული სოსო პავლიაშვილის არაერთი ფოტო "კანონიერი ქურდების" გარმოცვაში, მათ შორის ვლადიმერ ოგანოვთან, ლევ ეპშტეინთან, მირონ მამედოვთან და გოჩა ბირკაძესთან.

ცოტა ხნის წინ მომღერალი მხატვრულ ფილმშიც გადაიღეს, სადაც ის ქართველი "კანონიერი ქურდის" როლს ასრულებს. ფილმის რეჟისორი ვლადიმერ ზინკევიჩი გახლავთ.