ავარიას გორთან ორსული ქალბატონი და კაცი ემსხვერპლა

გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლის და ორსული ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც ხეს შეეჯახა, შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.