ავარიას გორთან ორსული ქალბატონი და კაცი ემსხვერპლა
- 15/01/19
- 1411 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლის და ორსული ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც ხეს შეეჯახა, შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.