"სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­მო­ბილ­ში ისე და­იწ­ვა, რომ მათი ამოც­ნო­ბაც კი გა­ჭირ­და"

ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი 19-21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მათ­გან ორი - ნიკა და გი­ორ­გი კლა­სე­ლე­ბი და 2017 წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა "პროგ­რე­სი". ბი­ჭე­ბი მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლობ­დნენ თბი­ლი­სის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და ქუ­თა­ის­ში სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე კი ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო.
,, სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­მო­ბილ­ში ისე და­იწ­ვა, რომ მათი ამოც­ნო­ბაც კი გა­ჭირ­და" - 19-21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბის  ცხე­დრები  სახ­ლებ­ში გა­დას­ვე­ნეს

შემ­თხვე­ვა 14 იან­ვარს გვი­ან ღა­მით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭე­ბი რეს­ტო­რან­ში იყ­ვნენ და იქე­დან ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი სახ­ლში და­ტო­ვეს და კვლავ რეს­ტო­რან­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მან­ქა­ნას 19 წლის ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია მარ­თავ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის და­ზუს­ტე­ბუ­ლი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ის სა­ვა­რა­უ­დოდ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ავ­ტო­მან­ქა­ნა ელექტრო­გა­დამ­ცემ ბოძს შე­ე­ჯა­ხა, რის გა­მოც ცე­ცხლი გაჩ­ნდა.
რ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი შე­ჯა­ხე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­თიშ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­მო­ბილ­ში ისე და­იწ­ვა, რომ მათი ამოც­ნო­ბაც კი გა­ჭირ­და. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი უკვე სახ­ლებ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE სკო­ლა "პროგ­რე­სის" დი­რექ­ტორს და გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბის თა­ნაკ­ლა­სელს და­უ­კავ­შირ­და მათ­ზე სა­სა­უბ­როდ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ნინო ჩიკ­ვაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.


"ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტია, სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდე­ბი, სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის­შვი­ლე­ბი იყ­ვნენ და გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ნამ­დვი­ლად მტკივ­ნე­უ­ლი ამ­ბა­ვია მთე­ლი სკო­ლის­თვის. ბი­ჭე­ბი ამ­ჟა­მად მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მათ ორი წლის წინ და­ამ­თავ­რეს ჩვე­ნი სკო­ლა და სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში გა­აგ­რძე­ლეს სწავ­ლა" - გა­ნა­ცხა­და ჩიკ­ვაშ­ვილ­მა.

"ძა­ლი­ან მტკი­ვა გული, ვერ ვი­ჯე­რებ... მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია, არ ვიცი რა ვთქა. ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ, კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მათ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუთი. კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით. საკ­მა­ოდ კარ­გი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ" - გვი­თხრა გარ­დაც­ვლი­ლი ნიკა ჭან­ტუ­რი­ას და გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კლა­სელ­მა ნინო ჯიბ­ლა­ძემ.