ბებია 19 წლის ბიჭს გაყვა ცოლად

ალმედა ერელი 72 წლის ბებიაა ტენესის შტატიდან, რომელმაც 19 წლის გარი ჰარდვიკზე სიყვარულით იქორწინა.

წყვილმა ერთმანეთი ალმედა ერელის ვაჟის პანაშვიდზე გაიცნო. 2 კვირიანი რომანტიული შეხვედრების შემდეგ, გარიმ მას ხელი სთხოვა. 72 წლის ბებია შეთავაზებას სიხარულით დათანხმდა.

გარის და ალმედას YouTube-ზე საერთო არხიც აქვთ, სადაც თავიანთ პირად ცხოვრებაზე ღიად საუბრობენ. წყვილის ისტორია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ალმედა ერელმა ერთ-ერთ ვიდეოში მის სასიყვარულო ურთოერთობაზე ისაუბრა და თამამად განაცხადა, რომ მისი 19 წლის მეუღლე იდეალური საყვარელია.

„43 წელი ვიყავი ქორწინებაში, არც ხშირად გვიკოცნია ერთმანეთისთვის და არც ვეხუტებოდით ერთმანეთს. საერთოდ არ გვქონდა რომანტიკა. ახლა კი ნამდვილ სასიყვარულო ქარცეცხლში ვართ. ყოველდღე ვეუბნებით ერთმანეთს კომპლიმენტებს და ერთმანეთზე ვზრუნავთ,“- ამბობს ალმედა ერელი.

72 წლის ალმედას წინა ქორწინებიდან 4 შვილი და შვილიშვილები ჰყავს. როგორც მისი 19 წლის მეუღლე განმარტავს, მას ალმედა ერთი ნახვით შეუყვარდა:

„თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს იყო ის ადამიანი, ვისთანაც ცხოვრების გატარება მსურს. არასოდეს მაბრკოლებდა ასაკში სხვაობა. პირველ რიგში მისმა მშვენიერმა ლურჯმა თვალებმა მიმიზიდა, შემდე კი მისმა პიროვნებამ,“- ამბობს 19 წლის გარი.