რისთვის სთხოვა პატიება ნუცა თოფურიამ გიორგი ნარმანიას?

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილე ნუცა თოფურია, გიორგი ნარმანიას მიმართავს, რომელმაც პროექტი ორშაბათს დატოვა და იმ სიხარულის ემოციის გამო ბოდიშს უხდის, რომელიც მან შედეგების გამოცხადების დროს გამოხატა:


„არ ვიცი როგორ დავიწყო და რა გითხრა იმდენად დამნაშავედ ვგრძნობ თავს გუშინდელი დღის მერე მართლა მოსვენებას ვერ ვპოულობ არ ვიცი არ გეგონოს, რომ თავს ვიმართლებ პირიქით ასე დამნაშავედ თავი არასდროს მიგრძვნია შენ კარგად გამიცანი და იცი,რომ ის ემოცია შენი წასვლით გამოწვეული არ იყო უბრალოდ გუგას დარჩენა გამიხარდა და შევეგებე ასეთი ემოციით ეს იყო პირველი წამები, პირველი ემოცია სანამ გავიაზრებდი საერთოდ რა მოხდა უდიდეს ბოდიშს გიხდი არ ვიცი როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული შენს მიმართ უბრალოდ მაპატიე“- წერს ნუცა თოფურია.