ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე და დაკავებული გია კორკოტაშვილის შვილია

ვერაზე სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე  „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი – ვაჟა კორკოტაშვილია, – ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. 

წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან „კურიერს“ უყვება, რომ სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა.