ვინ იქნება ლევან ჯიბღაშვილის შვილის დედა

ლევან ჯიბღაშვილის პირადი ცხოვრება მუდმივად საზოგადოების ინტერესის ქვეშ ექცევა. მსახიობის ბოლო სკანდალური რომანი კრახით დასრულდა. ბიზნესმენი დიდხანს არ დარჩენილა მარტო. 30 იანვარს ლევანი 30 წლის გახდა. ოქროს დაბადების დღეზე მსახობმა „ოტიუმში“ შეკრებილ სტუმრებს საცოლე გააცნო. წყვილის ფოტოებს დაბადების დღიდან „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად გთავაზობდათ. 

ჩვენივე ინფორმაციით გოგონა, რომელიც ლევანმა მეგობრებს საცოლის სტატუსით გააცნო, მსახიობის პირველი სიყვარული ყოფილა. სალომე სულხანიშვილი თბილისსა და ბათუმში არსებული „აკვა პარკების“ ქსელის მფლობელის, აკაკი სულხანიშვილის, იგივე ფეფეს ქალიშვილი გახლავთ.

ბიზნესმენს სალომე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ახლა კი მისი მეუღლე ულამაზესი გოგონა, ასაკით ბევრად პატარა, სახელად ასევე სალომე, სალუქვაძეა. 

ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, ლევანსა და სალომეს ერთმენეთი ბავშვობაში შეუყვარდათ. მერე მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. სალომე გათხოვდა, მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა და ძალიან მალე ოჯახი დაინგრა. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. ამასობაში ლევანი ცნობილი მსახიობი და ბიზნესმენი გახდა. არაერთი გახმაურებული რომანის მიუხედავად დღეს ისევ სასურველ სასიძოდ რჩება. 

სალომეს განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. პროფესიით იურისტი გახლავთ და როგორც შევიტყვეთ თავისი ბიზნესებიც აქვს.

როგორც წყარომ გაგვიმხილა, ლევანსა და სალომეს შორის სიყვარულის ძაფები მუდმივად იყო გაბმული. შედეგმაც არ დააყოვნა. ლევანი თბილისში ბინის რემონტს ასრულებს და ქორწილიც მალე იქნება.