17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
- 16/01/19
- 6466 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის მეთაურმა შესაბამის განკარგულებას ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ რომ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი მათ შორის 4 წლის ბავშვი. დაშავებულთა რიცხვი კი შვიდამდე გაიზარდა