
რა განცხადებას ავრცელებს ბავშვის მამა, რომლისმა ფოტომაც საქართველო შესძრა
- 16/01/19
- 14794 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა, რომლის ფოტომ სრულიად "ფეისბუქი" შეძრა, ცოცხალია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა, ასევემძიმე მდგომარეობაშია მისი ძმა. დაშავებული და-ძმა, ფირალიშვილები იაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. ხოლო ბავშვების ძმა ცოტა ხნის წინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა.
აფეთქება სწორედ ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვებისდედაც არის.
"სახლში ახალი მისული ვიყავი, აფეთქების ხმა გავიგე, ბავშვების ხროტინის ხმა მესმოდა, ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები" - აცხადებს ბავშვების მამა ფრიდონ ფირალიშვილი
მისი თქმით, აფეთქების დროს მათთან ოჯახში სტუმრად მისი მეუღლის დაც იმყოფებოდა, რომლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
ფირალიშვილების მეზობლის ირინა ბაძგარაძის თქმით, გაზის მძაფრი სუნი კორპუსშიმთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს
"დღის განმავლობაიში მოსული იყვნენ "ყასტრანსგაზის" წარმმადგენლები, დაათვალიერეს და წავიდნენ. სხვა არანაირი ზომები მიუღიათ. იმდენად ძლიერი აფეთქების ხმა იყო, ვერ აღგიწერთ" - განაცხადა ბაძგარაძემ.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორისპირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი.