
ბუნებრივი აირის აფეთქების კიდევ ერთი შემთხვევა ამჯერად გორში
- 16/01/19
- 5046 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გაზის აალების შედეგად გორში მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორში, მშვიდობის გზატკეცილზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ,,დიანიუსთან" საუბრისას ამბობენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის მინები. დაშავებული მამაკაცი კი შემთხვევის დროს, სახლში მარტო იმყოფებოდა და მან დამწვრობები სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიიღო. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.