გაზის საუკეთესო დეტექტორი ჩვენთან,

ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი წერს, რომ გაზის გაჟონვის აღმომჩენი მოწყობილობა საქართველოში მზადდება და უცხოურთან შედარებით გაცილებით ეფექტურია.

"ჩვენთან გეპეიში-ში მზადდება საუკეთესო გაზის დეტექტორი, რომელიც არა მარტო განგაშს ტეხს გაზის მაღალი კონცენტრაციისას, არამედ თუ სახლში არავინაა თიშავს კიდეც ცენტრალური მილიდან ბინაში გაზის მიწოდებას.  ამიტომ იაფფასიანი უცხოური საქონლისა და სისულელეების პიარს, სჯობს, ასეთი ადამიანების ნამუშევარი გავაცნოთ საზოგადოებას და დავიწყოთ ელემენტარულ უსაფრთხოების ზომებზე ფიქრი", – წერს ლაშა ღლონტი.