რა დრომდე შეიძლება გადაიდოს სკოლებსა და ბაგა ბაღებში სწავლა

დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი მცირ­დე­ბა, წი­თე­ლა­სი კი 2 კვი­რა­ში გა­ორ­მაგ­და, დღის ბო­ლოს­თვის უწყე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ექ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

მი­ნის­ტრის თქმით, რო­გორც წესი, წი­თე­ლას და­ა­ვა­დე­ბის ასეთ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ არის, რად­გა­ნაც გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის სხვა სპე­ცი­ფი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა.

"იზო­მე­ბა ხოლ­მე, რამ­დენ პრო­ცენ­ტშია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი - კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბის მე­სა­მე­დი არ უნდა და­დი­ო­დეს იმი­სათ­ვის, რომ ამ კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის 4-5 დღის გა­და­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაიყოს მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი მცირ­დე­ბა, წი­თე­ლა­სი კი 2 კვი­რა­ში გა­ორ­მაგ­და, დღის ბო­ლოს­თვის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვახ­სე­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.


დღე დი­ლით კი სწავ­ლის და­წყე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სთხოვს, სწავ­ლის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, შე­ნო­ბე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყონ.

"21 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს რე­კო­მენ­და­ცი­ით სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სწავ­ლის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, შე­ნო­ბე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყონ.


ამას­თა­ნა­ვე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სის­ტე­მა­ტუ­რად და­იც­ვან სრუ­ლი სი­სუფ­თა­ვე, და­ლაგ­დეს სვე­ლი წე­სით საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და დე­რეფ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით გა­იწ­მინ­დოს მერ­ხე­ბი, სკა­მე­ბი და სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი. სკო­ლებ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ სკო­ლის ექი­მე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და და­იც­ვან ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რაც და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გას­ცემს", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

1-ელი იან­ვრი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას 335 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი იმე­რეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, კა­ხეთ­სა და თბი­ლის­შია. ამას­თან, წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა ყვე­ლას­თვის უფა­სო გახ­დე­ბა.