„ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, საშინელ სიზმარში მგონია თავი" - გარდაცვლილის დეიდაშვილი

 დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგაც ერთ-ერთი დაღუპული 30 წლის ლევან დავლაძეა, რომელიც წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურიდან იყო.

მას მამა ადრე გარდაეცვალა და დედა შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ლევანი დაოჯახებული იყო და თბილისში მძღოლად მუშაობდა.

„ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, როგორ დაგვეცა მეხი. საშინელ სიზმარში მგონია თავი, მთელი საქართველო გგლოვობს. ილო ვერ მოგვინელებია და ახლა შენ", - წერს ფეისბუქზე ლევანის დეიდაშვილი ნატო არევაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან დავლაძე ტრაგედიის დღეს მეგობრის ბინის სანახავად მივიდა.